ორშაბათს, 23 აგვისტოს კრიპტოვალუტების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა. კურსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა ბიტკოინმაც.
ბიტკოინის ფასმა 49.000 დოლარის წინაღობა დაძლია და კურსმა 50.170 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.
გუშინ კი ბიტკოინზე ვაჭრობა 48.869 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 49.471 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 48.199 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 49.321 დოლარზე დაიხურა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებელმა 2.1%-ით მოიმატა.
ამასთანავე, კვირის მაძილზე ბიტკოინის ფასი დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული.
ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი კი 43.8%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 23 აგვისტოს დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 943 მილიარდ დოლარს შეადგენდა.