პარასკევს, 22 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელ დღესთან შედარებით კრიპტოვალუტების ფასები მცირედით, თუმცა მაინც მომატებულია.
ბიტკოინის ფასის ნიშნული 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 0.31% არის გაზრდილი. თუმცა ეს საკმარისია, რომ კრიპტოვალუტამ 4.000 დოლარის პოზიცია შეინარჩუნოს.
დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 4.029-სა და 4.053 დოლარს შორის მოძრაობდა. კვირის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსი 1.9%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად გაიზარდა ეთერიუმის კურსიც. ალტკოინის ფასმა 1.17%-ით მოიმატა. დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 138-სა და 135 დოლარს შორის მერყეობდა.
ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია კვლავ 14.5 მილარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 140.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.