ხუთშაბათს, 10 ივნისს, CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი 36.000 დოლარის ნიშნულზე აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ფასის კლების შემდეგ ეს ცალსახად დადებითი ნიშანი იყო ციფრული ვალუტების ბაზრისათვის.
დღის მანძილზე კრიპტოვალუტის კურსი დაახლოები 2.26%-ით გაიზარდა და 36.700 დოლარის ნიშნულს მიაღწია. თუმცა აღსანიშნავია, რომ გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 37.345 დოლარზე დაიხურა.
მნიშვნელოვანია, რომ გასული კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 5.22%-ით იყო შემცირებული.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი არის უმსხვილესი კრიპტოვალუტა, რომლის ბაზრის კაპიტალიზაციაც 287 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასული 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 4.47%-ით გაუარესდა. ფასმა კი 2.470 დოლარი შეადგინა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ალტკოინის ფასის მაჩვენებელი 12.29%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 579 მილიარდ დოლარს შეადგენდა.