Water Trust-ი ბიტკოინით შემოწირულობას მიიღებს

0
1053

ეკოლოგიურად სუფთა წყლის არაკომერციული ორგანიზაცია ცნობილ ადამიანთა მიერ დაფინანსებულ Bitcoin Water Trust-ის პროგრამას იწყებს.

ნიუ–იორკში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ, რომელსაც აქვს მანდატი, რათა სუფთა და უსაფრთხო წყალი გაატაროს განვითარებად ქვეყნებში, ბიტკოინით შემოწირულობების მიღება სპეციალური კრიპტოვალუტის ფონდის მეშვეობით დაიწყო. ეს არის ნაბიჯი, რაც ორგანიზაციას დაეხმარება ახალი დონორების მოზიდვაში.

Bitcoin Water Trust-ის დაარსება საშუალებას აძლევს საქველმოქმედო ორგანიზაციას მიიღოს და განკარგოს 2025 წლისთვის ბიტკოინის შემოწირულობები გლობალური წყლის პროექტების დასაფინანსებლად.

ფონდის აქტივები მთლიანად ბიტკოინში იქნება განთავსებული. სუფთა წყლის სხვადასხვა პროექტის შესრულებაც ციფრულ ვალუტაში უნდა განხორციელდეს.

“ჩვენ მადლობლები ვართ იმ უდიდესი მხარდაჭერით, რომელიც უკვე ვიგრძენით Bitcoin Trust-ის ინიციატივისთვის. ნდობის დამყარებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ამ თაობის ციფრული ტექნოლოგიის ტრანსფორმაციული ძალის გამოყენებას, რათა უზრუნველყოს მდგრადი სოციალური ზეგავლენა და ამ პროცესში შევქმნათ პოტენციური მოდელი სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ მსგავსი პრინციპებით”,- განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სკოტ ჰარისონმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი