კრიპტოვალუტების ფასები გაუმჯობესებას განაგრძობს

0
1377

ხუთშაბათს, 11 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტის ბაზარმა გაუმჯობესების მაჩვენებელი 12 თებერვალსაც შეინარჩუნა.

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით არის გაუმჯობესებული. ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის ღირებულება 47.311 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ახლო მომავალში ბიტკოინი 50.000 დოლარის ზღვარს გადალახავს. უკვე რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტის კურსი 45.000-დან 48.400 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის ფასის გაუმჯობესებასთან ერთად ეთერიუმის კურსიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. უკვე რამდენიმე დღეა ალტკოინის ღირებულება 1.686-დან 1.806 დოლარამდე მერყეობს.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი 1.757 დოლარია.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 1 ტრილიონ 440 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი