ფასის კლების შემთხვევაში ლაიტკოინის კურსი 40 დოლარამდე შემცირდება

0
3638

ლაიტკოინის კურსი 50 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 51 დოლარზე გაიხსნა, რომელცი ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა 50 დოლარზე დაიხურა, რომელიც ასევე წარმოადგენდა დღის მანძილზე ფასის ყველაზე დაბალ ნიშნულს.

ანალიტიკოსები ფასის მატებას ვარაუდობენ. თუმცა თუ ლაიტკოინის კურსი 50 დოლარს ჩამოსცდება მოსალოდნელია, რომ ფასი ჯერ 40-ზე, ხოლო შემდეგ 32 დოლარზე ჩამოვა.

რაც შეეხება კარდანოს: ბოლო სამი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი სტაბილურია. გუშინ კარდანოზე ვაჭრობა 0.076818 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი კურსი 0.077216 დოლარი იყო, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული კი 0.074949 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კარდანოზე ვაჭრობა 0.076001 დოლარზე დაიხურა.

ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ფასი 0.082207 დოლარზე მაღლა იმოძრავებს. თუმცა ამ ეტაპზე ტრეიდერებს ვაჭრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ და ამბობენ, რომ სჯობს ფასის ზრდას დაელოდონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი