15 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1246

შაბათ-კვირას კრიპტოვალუტების ბაზარმა ზრდა განაგრძო. მას შემდეგ, რაც 12 ნოემბერს ბიტკოინზე ვაჭრობა 16.276 დოლარზე დაიხურა, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ფასი 16.400 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

კვირას, დღის განმავლობაში, ბიტკოინი ფასის ზრდის ტენდენციას კვლავ აგრძელებდა. გუშინ დაფიქსირდა მაჩვენებელი, რა დროსაც კრიპტოვალუტის კურსი 16.000 დოლარზე მეტს შეადგენდა. თუმცა დღის მეორე ნახევარში ფასი კვლავ 15.900 დოლარის ფარგლებში დაბრუნდა.

15 ნოემბერს, დღის ბოლოს ბიტკოინის ღირებულება 15.962 დოლარას შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ბიტკოინის ფასი თითქმის 4%-ით იყო მომატებული.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტა კვლავ 440 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 2 დღის განმავლობაში ალტკოინის კურსის ყველაზე მაღალი ნიშნული 475 დოლარაზე დაფიქსირდა.

გუშინ, დღის ბოლოს, ეთერიუმის ფასი 447 დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, ბოლო 7 დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა თითქმის 1%-ით დაიკლო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 ნოემბერს, დღის ბოლოს, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 455.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი