ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდს მიაღწია.
27 ივლისიდან მოყოლებული კრიპტოვალუტის ფასი მყარად მოძრაობს 10.000 დოლარის ფარგლებში.
Morgan Creek Digital–ის თანადამფუძნებლის, ენტონი პომპლიანოს ვარაუდით, ბიტკოინი ფასის მკვეთრ ზრდას 63 დღეში დააფიქსირებს, რადგან უკანასკნელი ფასის მატებისგან სწორედ 63 დღე არის გასული.
ბოლო კვირების განმავლობაში ბიტკოინის კურსმა მცირე რყევებიც განიცადა. ბიტკოინის ფასი 12.500-დან 9.800 დოლარამდე დაეცა.
თუმცა ამის მერე ციფრული ვალუტის კურსი გამყარდა. ვაჭრობა 10.000 და 11.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
ამასთანავე,ტეილორ უინკლევოსი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში 500.000 დოლარს მიაღწევს.
მისი აზრით, ბიტკოინს შეუძლია ოქროზე ღირებული აქტივი გახდეს. ბიტკოინს აქვს პოტენციალი, რომ გლობალური ბაზრის წამყვან უსაფრთხო საშუალებად იქცეს.
ქემერონ უინკლევოსი კი აცხადებს, რომ ბიტკოინი თავისი შესაძლებლობებით ციფრულ ოქროზე მეტია.