კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურად გამოიყურებოდა.
ბიტკოინი
ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 9.400-სა და 9.700 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.
ანალიტიკოსები არ კარგავენ იმედს, რომ კრიპტოვალუტის კურსი 10.000 დოლარის დონეს დასძლევს. თუკი ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს გადალახავს მომდევნო დონე 10.500 დოლარია.
იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი დაიკლებს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფასი 8.322 დოლარამდე დაეცემა. თუკი კრიპტოვალუტის კურსი ამ ნიშნულის ქვემოთ მოექცა მომდევნო დონე 6.752 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ როგორც კი ბიტკოინი 10.000 დოლარის ნიშნულზე გამყარდება მაშინვე დაიწყონ ვაჭრობა.
ეთერიუმი
ეთერიუმის კურსი კვლავ 240 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის კურსი 253 დოლარამდე გაიზრდება მოდევნო დონე 270 დოლარი იქნება.
თუმცა ამ ეტაპზე ანალიტიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტის ფასმა შესაძლოა, კლების ტენდენცია აჩვენოს. თუკი ეთერიუმის კურსი დაიკლებს მომდევნო დონე 224 დოლარი იქნება.
ფასის კლების ტენდენციის დაფიქსირების შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსი 176 დოლარზეც აღმოჩნდეს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის გამყარების შემდეგ ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.
რიპლი
ალტკოინის კურსი 0.20 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ფასის კლების შემთხვევაში რიპლის ფასმა შესაძლოა, 0.17-სა 0.19 დოლარს შორის იმოძრაოს.
მეორეს მხრივ, თუკი რიპლის კურსმა მოიმატა მომდევნო დონე 0.24 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები მანამ, სანამ ფასი არ გამყარდება ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.
ბიტკოინ Cash-ი
ბიტკოინ Cash-ის ფასი 250 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
კურსის მატების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 280 დოლარამდე გაიზრდება.
თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინმა კურსის კლების ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელი დონე 235 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას 265 დოლარის დაძლევის შემდეგ ურჩევენ.
ლაიტკოინი
ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი 46 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, თუკი კრიპტოვალუტის კურსმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა მომდევნო დონე 52 დოლარი უნდა იყოს.
ექსპერტების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის ფასის ნიშნული 39 დოლარის ფარგლებში მოექცეს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ, როცა ლაიტკოინის კურსი 45 დოლარის ნიშნულს დასძლევს.