ევროკომისიამ Blockchain-თან დაკავშირებული პროექტების გამარჯვებული გამოავლინა

0
1232

ნიდერლანდურმა პროექტმა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით ყალბი ამბების გავრცელებას ებრძვის ევროკომისიის პრიზი, “Blockchain-ი სოციალური სიკეთისთვის” დაიმსახურა.

გარდა გამარჯვებულის გამოვლენისა, ევროკავშირის ინოვაციების საბჭომ 5 მილიონი ევროთი, რაც დაახლოებით 5,6 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტია, ექვსი Blockchain პროექტი დააფინანსა.

ევროკომისიის ინოვაციების საბჭოს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პრიზის დაწესება და გამარჯვებულის გამოვლენა Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას ხელს შუწყობს.

ტექნოლოგია შესაძლოა, წარმატებული აღმოჩნდეს ისეთ სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა, ფინანსები და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულში ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის მოხსენება გამოაქვეყნდა.

მოხსენების თანახმად, Blockchain ტექნოლოგია სოციალური ეკონომიკის ინფრასტრუქტურის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

საინტერესოა, რომ კიმიტეტის ერთ-ერთმა წევრმა Blockchain ტექნოლოგიის მნიშვნელობა საბეჭდი ტექნოლოგიის გამოგონებას შეადარა.

”ჩვენ შეგვიძლია პარალელების გავლება სტამბის გამოგონებასთან. როგორც ვიცით, პირველი წიგნი, რომელიც დაიბეჭდა, ბიბლია იყო. ახლა, წარმოიდგინეთ, რომ სტამბა იქცა ისეთი საშუალებად, რომელმაც მხოლოდ ბიბლია უნდა დაბეჭდოს – ეს არ იქნებოდა სწორი, რადგან ბეჭდვის ტექნოლოგიამ რევოლუციური გავლენა მოახდინა ევროპის ცხოვრებაში”,- განაცხადა ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა, ჯუზეპე გუარინინმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი