ოთხშაბათს, 5 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბაზარმა ერთი საათის განმავლობაში მკვეთრი ვარდნა განიცადა. კრიპტოვალუტების მთლიანი კაპიტალიზაცია დაახლოებით 12 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ბიტკოინის ფასი 7.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. კრიპტოვალუტის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 5%-ით დაიკლო. საბოლოოდ, ბიტკოინის ფასმა 6.996 დოლარი შეადგინა.
ბიტკოინი ბოლო პერიოდი ზრდის მყარ ტენდენციას აჩვენებდა. გუშინდელი შემცირების შემდეგ კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის კლების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეთერიუმი 300 დოლარის ნიშნულს კიდევ უფრო დაშორდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. საბოლოო ჯამში, ეთერიუმის ფასი 258 დოლარზე ჩამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 5 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი კაპიტალიზაცია ერთი საათის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, რის შედეგაც კაპიტალიზაციამ დაახლოებით 222 მილიარდი დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ 4 სექტემბერს კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 240 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა.