18 ივლისს დაფიქსირებული ფასების ზრდის შემდეგ ციფრული ვალუტის ფასები 19 ივლისს ოდნავ შემცირდა. დღეს, 19 ივლისს ბიტკოინის კურსმა დაიკლო. Coin360-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა მაშინ, როცა მანამდე კურსი 10.750 დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ბიტკოინის კაპიტალიზაციას: ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 187 დოლარს შეადგენს. კრიპტოვალუტის ბაზარზე დომინანტურობის მაჩვენებელი კი 65.9%-ია.
უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბიტკოინი არასტაბილურობით გამოირჩეოდა. თუმცა ბიტკოინის მსგავსად მერყევი იყო ეთერიუმის კურსიც.
აღსანიშნავია, რომ ეთერიუმის ფასი 200 დოლარის ნიშნულზე ქვემოთ არ ჩამოდის. თუმცა დღის მეორე ნახევარში 227 დოლარიდან ფასმა 220 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.
ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კვლავ 23 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის კაპიტალიზაცია კი 13 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს.