26 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1757

კვირას, 26 მაისს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

ბიტკოინის ფასის ნიშნული 8.000 დოლარის ქვემოთ მოექცა.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასის კლება 1%-ზე ნაკლები იყო. თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ კრიპტოვალუტის კურსი 7.990 დოლარის ფარგლებში მოქცეულიყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბიტკოინის ფასი მკვეთრად არ შეცვლილა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა კვლავ 8.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი პროცენტით შემცირდა. ეთერიუმის ფასი კვლავ 250 დოლარზე ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 დღის მაძილზე ეთერიუმის ფასის ნიშნული მხოლოდ 2%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 249.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც წინა კვირას იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი