19 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1620

კვირას, 19 მაისს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 8.000 დოლარის ზღვრის დაძლევას ცდილობდა. თუმცა მთელი დღის განმავლობაში ფასი 7.900 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

19 მაისს ბიტკოინის ფასის ზრდა დაახლოებით 8%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსის მატება 11%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი კვლავ ინარჩუნებს კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე ადგილს. ამასთანავე, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მატებამ 7% შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 19 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 247.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები 18%-ით მეტია წინა კვირის მაჩვენებელზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი