9 მაისს ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბიტკოინის კურსის ზრდასთან ერთად მოიმატა ალტკოინების ღირებულებამაც. ანალიტიკოსები ალტკოინების ფასის ზრდას ვარაუდობენ, თუმცა არსებობს კურსის კლების შესაძლებლობაც.
გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 286 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 292 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 278 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 284 დოლარზე დაიხურა.
იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 335 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 255 დოლარამდეც კი დაიკლოს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებისთანავე დაიწყონ ვაჭრობა.
რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეხუთე ადგილზე მყოფ ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 74 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი კი 75 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 72 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს 74 დოლარზე დაიხურა ვაჭრობაც.
ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 84 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაეცემა მაშინ კრიპტოვალუტის ფასი 66 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.
ექსპერტები ტრეიდრებს ვაჭრობის დაწყებას მაშინ ურჩევენ, როდესაც ლაიტკოინის ფასის ნიშნული 91 დოლარს ასცდება.