ყაზახეთი მაინერებს გადასახადს უძვირებს

0
983

ყაზახეთი, კრიპტო მაინინგის ერთ-ერთი გლობალური ლიდერი დგამს ნაბიჯს მაინინგის ოპერატორებისთვის ყოვლისმომცველი ფისკალური სისტემის შექმნისკენ.

ხუთშაბათს, 25 მაისს, ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები ეროვნულ საგადასახადო კოდექსში, რომელიც კრიპტო მაინინგის გადასახადს არეგულირებს.

ეს ცვლილებები ითვალისწინებს საგადასახადო განაკვეთებს, რომლებიც დაკავშირებულია მაინინგის საწარმოების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიასთან.

რაც მეტია მოხმარება, მით მეტი იქნება ფასიც.

შემოთავაზებული ცვლილებები აჭარბებს ადრინდელ ინიციატივას ელექტროენერგიის ფასის 0,0023 დოლარიდან კვტ/სთ-ზე 0,01 დოლარამდე გაზრდის შესახებ კრიპტო მაინერებისთვის, რომელიც თებერვალში გამოთქვა ყაზახეთის ფინანსთა მინისტრმა, მარატ სულთანგაზიევმა.

შეგახსენებთ, რომ მარტის თვეში ყაზახეთში ჩატარებული რეიდების შედეგად 100-ზე მეტი არალეგალური მაინინგის ცენტრი დაიხურა.

ოფიციალურ განცხადებაში მოხსენიებული იყო არაერთი ცნობილი ბიზნეს ფიგურა, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო უკანონო საქმიანობასთან.

მათ შორის იყვნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზის კომპანიის Qazaqgaz-ის ყოფილი თავმჯდომარე და ეროვნული პოლიციის ნარკოდანაშაულის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი