ორშაბათს, 6 მაისს კრიპტოვალუტის ფასები მცირე რყევას განიცდიდა.
გუშინ ბიტკოინის ფასი 5.700 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში 1.5%-ით შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ შვიდი დღის განმავლობაში კი ბიტკოინის ფასი 8.2%-ით არის გაუმჯობესებული.
რაც შეეხება ეთერიუმს: ამჟამად, ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 17.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზე კი კვლავ რიპლია, რომლის კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეთერიუმისას. რიპლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 12.6 მილიარდი დოლარია.
CoinMarketCap-ის თანახმად, ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 5%-ით გაუმჯობესებულია.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 6 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 180.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები 7.2%-ით მეტია წინა კვირის მაჩვენებელზე.