ხუთშაბათს, 28 მარტს კრიპტოვალუტების ბაზარი გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი 4.000 დოლარის ზღვარს გადასცდა.
დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა თითქმის ნახევარი პროცენტით მოიმატა. გუშინ კრიპტოვალუტის ფასი 4.087 დოლარზე დაფიქსირდა.
გუშინდელი ბიტკოინის მონაცემები დაახლოებით 1%-ით მეტია, ვიდრე ეს მაჩვენებელი წინა კვირას იყო.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსი დღის მანძილზე 140 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. კვირის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება 2%-ით არის გაზრდილი.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ეთერიუმი კვლავ ინარჩუნებს კაპიტალიზაციით მეორე კრიპტოვალუტის სტატუსს. ბოლო მონაცემებით ეთერიუმის კაპიტალიზაცია 14 მილიარდ დოლარზე მეტია.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 143 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტალიზაციის მაჩვენებელი დაახლოებით 3.5%-ით არის მომატებული.