5 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1912

სამშაბათს, 5 მარტს კრიპტოვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ თითქმის ყველა ციფრული ვალუტის კურსი გაიზარდა.

უმსხვილესი კრიპტოვალუტა ბიტკოინი კვლავ დაუბრუნდა თავის ძველ პოზიციებს. ბიტკოინის ფასმა კვლავ 3.800 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ფასმა 3.876 დოლარის დონეს მიაღწია.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ბოლო პერიოდის ფასების შემცირების დროს ბიტკოინის ბაზარზე დომინიერება 52.5%-დან 51.9%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ ალტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციის ნიშნული 7%-ით გაუმჯობესდა. ეთერიუმის ფასმა კი 135 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი მხოლოდ 1.7%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 5 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 130 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი