ბიტკოინ Cash-ის კურსი შესაძლოა, 141 დოლარამდე გაიზარდოს

0
1407

გუშინ ალტკოინების ბაზარი სხვა დღეებთან შედარებით სტაბილურად გამოიყურებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დღის განმავლობაში ფასების მკვეთრი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

23 იანვარს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 128 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 134 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 127 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 132 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 141 დოლარამდე მიაღწიოს. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 120 დოლარამდე დაიკლოს.

ანალიტიკოსები ტრედერებს ამ ეტაპზე ვაჭრობას არ ურჩევენ.

რაც შეეხება კარდანოს: გუშინ კარდანოზე ვაჭრობა 0.043548 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ფასი კი 0.044112 დოლარი იყო. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 0.042695 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 0.042900 დოლარზე დაიხურა.
ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ფასები 0.040055-სა და 0.048331 დოლარს შორის იმოძრეავებს.

ექსპერტები კარდანოზე ვაჭრობას მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი