დღეს კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ სტაბილურად გამოიყურებოდა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტების კურსი მხოლოდ 3%-იან ცვლილებას განიცდიდა.
ბიტკოინის კურსი 24 საათის მანძილზე მხოლოდ 0.45%-ით შემცირდა. 18 იანვარს კრიპტოვალუტის ფასი 3.645 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი მხოლოდ 1.6%-ით შემცირდა. თვის მანძილზე ბიტკოინის ფასი კი 3%-ით არის გაზრდილი.
რიპლი კვლავ განაგრძობს პოზიციის შენარჩუნებას. CoinMarketCap-ის ჩამონათვალში რიპლი კვლავ მეორე ადგილზეა. ციფრული ვალუტის კაპიტალიზაცია 13.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ეთერიუმს, ალტკოინის კაპიტალიზაცია 12.6 მილიარდი დოლარია.
მიუხედავად ამისა, დღეს რიპლის კურსი მცირედით შემცირდა. ფასის კლებამ 1.2% შეადგინა. 18 იანვარს კრიპტოვალუტის კურსი 0.32 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ბოლო 7 დღის განმავლობაში რიპლის ფასმა 3.5%-ით დაიკლო. თვის მანძილზე კი ალტკოინის კურსი 2.4%-ით არის შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 121.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.