საფრანგეთის ფინანსური მარეგულირებელი ICO-სთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ცდილობს

0
1742

საფრანგეთის საფინანსო ბაზრების მარეგულირებელი აცხადებს, რომ ახალი კანონპროექტის წარსადგენად ემზადება, რომელიც პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO) განვითარებას ხელს შეუწყობს.

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტრომ დაადასტურა, რომ მარეგულირებელის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ICO- ს ინვესტირების ლეგიტიმურ საშუალებად აღიარებს. ამასთანავე, სამინისტრომ აღნიშნა, რომ წინასწარი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან აუცილებელია.

“ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ ლეგალური გარემო, გვაქვს საკმაოდ ლიბერალური მიდგომა. ჩვენ ვმუშაობთ მოქნილი და ეფექტური სისტემის შექმნისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები და ვიცით, რომ ეს პროდუქცია შეიძლება იყოს სარისკო “, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი Les Echos-სთან საუბრისას.

ICO-სთვის ახალი, რეგულირებული გარემოს შექმნა გულისხმობს ავტორიზაციის გავლის შემდეგ, საფინანსო ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს მხირდან ლიცენზიის მიღებას.

საფრანგეთის საფინანსო ბაზრების მარეგულირებლის განცხადების თანახმად, ICO-ს კომპანიები, რომლებიც ლიცენზიის გარეშე იმუშავებენ არ აიკრძალება.

ამის ნაცვლად, ლიცენზირებული ICO ნიშნავს, რომ ინვესტორებისთვის უზრუნველყოფილი იქნება გარკვეული გარანტიები გაყალბებასთან დაკავშირებით.

შეგასენებთ, რომ თუ საფრანგეთის მთავრობამ ICO-ს სამართლებრივი მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია სკეპტიკურად არის განწყობილი ICO-ს მიმართ და მკაცრ რეგულციებს უწესებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი