ექსპერტები: ლაიტკოინის ფასი შესაძლოა, 49 დოლარამდე გაიზარდოს

0
2776

ბოლო რამდენიმე დღეა ალტკოინების ფასი განსაკუთრებულ ცვლილებას არ განიცდის.

გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 30 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 31 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 28 დოლარზე დაფიქსირდა. ასევე 28 დოლარზე დაიხურა ლაიტკოინზე ვაჭრობაც.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 36 დოლარს მიაღწიოს. ხოლო თუკი ფასი კიდევ უფრო მოიმატებს მოსალოდნელი კურსი 49 დოლარია. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 29 დოლარამდე დაიკლოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

რაც შეეხება ეთერიუმს: ამჟამად, ალტკოინის ფასი 136 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 131 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 132 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 115 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ეთერიუმზე ვაჭრობა 116 დოლარზე დაიუხრა.

ანალიტიკოსები ეთერიუმის ფასის მატებას 167 დოლარზე ვარაუდობენ, ხოლო ფასის შემცირებას 100 დოლარზე.

ექსპერტები ინვესტორებს მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში ურჩევენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი