კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1910

კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები გაუმჯობესდა. თუმცა ეს ის შედეგები ნამდვილად არ არის, რასაც მომხმარებელი ელოდა.

ბიტკოინი

28 ნოემბერს ბიტკოინის კურსმა 4.000 დოლარს ზღვარი დასძლია და ფასი 4.247 დოლარამდე გაიზარდა. ანალიტიკოსების თქმით, არსებობს, როგორც ზრდის ასევე კლების ტენციაც. ფასის შემცირების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსი 3.620 დოლარის ნიშნულამდე ჩამოვიდეს.

თუკი კრიპტოვალუტამ ეს მაჩვენებელი ვერ შეინარჩუნა ასევე მოსალოდნელია, რომ ფასი 3.000 დოლარამდე შემცირდეს. თუკი ციფრული ვალუტის ფასი ამ ზღვრამდე ჩამოვა მაშინ ბიტკოინის კურსი 2.410 დოლარამდე დაეცემა.

თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ფასი 3.500-სა და 3.000 დოლარს შორის იმოძრავებს. ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

იმ შემთხვევაში კი, თუ ფასი 4.712-სა და 5.050 დოლარს შორის იმოძრავებს ექსპერტები ამ დროს ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

რიპლი

ბოლო რამდენიმე დღეა რიპლის კურსი 0.36-დან 0.40 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი შემცირდება მოსალოდნელი დონე 0.24 დოლარია. ანალიტიკოსები კი ვაჭრობის შეჩერებას 0.30 დოლარზე რეკომენდირებენ.

ეთერიუმი

2 დეკემბერს ეთერიუმის კურსი კვლავ შემცირდა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 116 დოლარზე დაფიქსირდა.

თუკი კრიპტოვალუტის კურსი მოიმატებს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეთერიუმის ღირებულბა 127 დოლარს მიაღწევს. იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი დაიკლებს მაშინ მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის კურსი 102 დოლარამდე დაეცეს.

ექსპერტები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას მოუწოდებენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი 204-სა და 148 დოლარს შორის მოძრაობს. მაგალითად, გუშინ, ალტკოინზე ვაჭრობა 172 დოლარზე დაიხურა. თუ ალტკოინის ფასი 148 დოლარამდე შემცირდება ეს კლების ტენდენციის აშკარა ნიშანი იქნება. ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ფასი 100 დოლარამდე დაეცეს.

მეორე მხრივ, თუ კრიპტოვალუტის კურსმა მოიმატა მოსალოდნელი ნიშნული 242 დოლარია.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ლაიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღეა ლაიტკოინის ღირებულება 30 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ, ალტკოინზე ვაჭრობა 33 დოლარზე დაიხურა. კურსის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის ღირებულებამ 20 დოლარის დონეს მიაღწიოს.

ამ ეტაპზე, ექსპერტები ლაიტკოინის ზრდის ტენდეციას არ პროგნოზირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი