ხუთშაბათს, 22 ნოემბერს კრიპტოვალუტების ბაზარზე მეტ-ნაკლებად სიმშვიდე იყო. თუმცა ბირჟებზე ფასის კლების ნიშნები მაინც დაიფიქსირდა.
ბიტკოინის კურსი წინა დღესთან შედარებით ოდნავ გამყარდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 4.450-სა და 4.600 დოლარს შორის მერყეობდა. თუმცა 24 საათის მანძილზე ციფრულმა ვალუტამ 0.4%-იანი ვარდნა განიცადა.
მას შემდეგ, რაც ბიტკოინის კურსი 4.300 დოლარამდე შემცირდა 4.450 დოლარი კრიპტოვალუტისთვის საკმაოდ კარგი შედეგია.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი თითქმის 18%-ით არის შემცირებული, ხოლო თვის მანძილზე დაფიქსირებული ფასის კლების ნიშნული კი 30.6%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: გუშინ კრიპტოვალუტის ფასი 2.65%-ით შემცირდა. დღის ბოლოს ალტკოინის კურსი კი 131 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 23%-ით შემცირდა, ხოლო თვის განმავლობაში ალტკოინის ფასმა 36%-იანი ზარალი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 147 მილიარდ დოლარს შეადგენდა.