ტომ ლი: ამ ეტაპზე ინვესტიციების განსახორციელებლად შესაფერისი დროა

0
1468

Fundstrat Global Advisors-ის ანალიტიკოსმა ტომ ლიმ განაცხადა, რომ ის სასიამოვნოდ გაკვირვებულია ბოლო პერიოდში ბიტკოინის სტაბილურობით.

როგორც CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოსმა აღნიშნა ის ბიტკოინისგან ფასის რყევებს ელოდებოდა.

კითხვაზე როგორ შეიძლება დახასიათდეს კრიპტოვალუტების და განსაკუთრებით ბიტკოინის მდგომარეობა ტომ ლიმ განაცხადა, რომ ახლა კარგი ეტაპია ინვესტიციების განსახორციელებლად. თუმცა, ანალიტიკოსი იქვე ამატებს, რომ შესაძლოა კრიპტოვალუტის კურსი 6.000 დოლარზე დაფიქსირდეს.

რაც შეეხება ბიტკოინის ბაზრის ზრდას, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ან ამ წლის ბოლომდე ან 2019 წლის დასაწყისში კრიპტოვალუტის კურსი მკვეთრად გაიზრდება. ტომ ლის მოსაზრებით, ბიტკოინის ფასის ზრდას ახალი პლატფორმების გახსნაც ხელს უწყობს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენს ბიტკოინის ფასის ზრდაზე, ლის მოსაზრებით არის დოლარის კურსის სიმყარე, რადგან ძირითადად ბიტკოინზე ვაჭრობა დოლარით მიდის.

შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსის ბოლო განცხადების მიხედვით, ეთერიუმის კურსი 2019 წლისთვის 1.900 დოლარის ნიშნულს მიაღწევს. მანამდე კი, ლი სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ბიტკოინის კურსი 2018 წლის ბოლოს 22.000 დოლარს გადააჭარბებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი