New York Magazine–ის თანახმად, Alameda Research– ისა და FTX– ის ბირჟის დამფუძნებელმა სემ ბანკმან – ფრიდმა 10 მილიარდ დოლარამდე ქონება დააგროვა. ქონების დიდი წილი კრიპტოვალუტაზე მოდის.
SBF-ს სახელით ცნობილმა კრიპტო მილიარდელმა ინტერვიუში მიმოიხილა გაწეული სამუშაო 2018 წლიდან მოყლებული დღემდე. იგი ტრადიციული ვალუტის ყოფილი ტრეიდერია და კრიპტოვალუტით მხოლოდ 2018 წელს დაინტერესდა.
დღესდღეობით მისი კომპანია დღეში 2 მილიარდი დოლარის ტრანზაქციას ახორცილებას, რაც მის საბაზრო ღირებულებას საგრძნობლად ზრდის. სემ ბანკმან-ფრიდის მიმართ ყურადღება მედიამ შარშან გამოხატა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანია 5,2 მილიონი დოლარით დააფინანსა.
მისი თქმით ბაიდენის გუნდი მიმართულია სტაბილურბისაკენ და მნიშვნელოვნად სანდოს ხდის მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესებს. სემ ბანკმან-ფრიდი ასევე ეთანხმება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართულებას კრიპტოვალუტის განვითარების საკითხში.
შეგახსენებთ რომ, პოლიტიკურ მოქმედებათა კომიტეტმა, რომელიც ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიას ემსახურებოდა, ბიტკოინით შემოწირულების მიღება 2016 წელს დაიწყო.