კრიპტო კომპანია რუსეთის მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებას წყვეტს

0
948

გიბრალტარში დაარსებულმა კრიპტო სავაჭრო კომპანია Currency.com-მა განაცხადა, რომ რუსეთში მცხოვრები მათი კლიენტები ვეღარ შეძლებენ სერვისებით სარგებლობას.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. ამ პირობებში ჩვენ აღარ გავაგრძელებთ რუსი კლიენტების მომსახურებას”,- განაცხადა ვიტალი კედიკმა, პლატფორმის ლონდონის ოპერაციების სტრატეგიის ხელმძღვანელმა და Currency.com-ის უკრაინის მხარის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Currency.com-ს ოფისები აქვს კიევში, ლონდონსა და ვილნიუსში, მაგრამ ადრე ასევე იყო ლიცენზირებული ბელორუსში, სადაც თავდაპირველად სათაო ოფისი ჰქონდა.

Currency.com-ის სპიკერმა მედიას განუცხადა, რომ პლატფორმას არ შეუძლია ისაუბროს იმ კომპანიების სახელით, რომლებიც აგრძელებენ სერვისების მიწოდებას რუსეთში, მაგრამ თავად მუშაობის განახლებას უახლოეს მომავალში არ აპირებენ.

სპიკერის თქმით, მათი ბიზნესის შემოსვლის რუს მომხმარებელზე წამოსული წილი 15%-ზე მეტს არ შედგენდა, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია 2022 წელს გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს ბაზრებზე გაფართოვდება.

ამ განცხადებას სხვა კრიპტო კომპანიებიც გამოეხმაურნენ და ყველას მოუწოდეს, რომ აღარ გაუწიონ მომსხურება რუსეთის მოქალაქეებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი