სალვადორის რესპუბლიკაში ფულადი გზავნილების კომპანიები კრიპტო ტრანზაქციებს ერიდებიან

0
1069

ფულადი გზავნილების კომპანიები სალვადორში ბიტკოინით ტრანზაქციებს ერიდებიან.

მიუხედავად სალვადორის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონისა, რომლის მიხედვითაც, ბიტკოინი სრულიად ლეგალური ვალუტა გახდა, ფინანსურ სექტორში მისი გამოყენებისაგან თავს მაინც იკავებენ.

საუბარი ეხება კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი არიან საერთაშორისო თუ ადგილობრივი გზავნილებით. Autonomous Research fintech–ის ანალიტიკოსი, კენეტ სუუშოკი ამტკიცებს, რომ ფულადი გზავნილების კომპანიები სავარაუდოდ არ დაიწყებენ ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერას, სანამ მომხმარებელთა მოთხოვნა არ გაჩნდება.

”Western Union-ისა და ფულადი გზავნილების ზოგიერთი სხვა პროვაიდერისთვის გასათვალისწინებელია, რომ ფულადი გზავნილების ინდუსტრიაში უმეტესი მოცულობა განვითარებული ბაზრებიდან განვითარებად ბაზრებზე გადადის, ძირითადად იმ ადამიანებზე – ოჯახებსა და მეგობრებზე, რომლებიც ნაღდი ფულით მუშაობენ,” – აღნიშნა Autonomous Research fintech–ის ანალიტიკოსმა.

კენეტ სუუშოკის შეფასებით, გლობალური ტრანსსასაზღვრო გზავნილების 1%-ზე ნაკლები კრიპტოვალუტების გამოყენებით ხორციელდება.

”რამდენადაც ბიტკოინი ფართოდ არ არის მიღებული, ფულადი გზავნილების პროვაიდერებისათვის მომავალ წლებშიც კვლავ ტრადიციული ვალუტა იქნება ხელსაწყრელი”,- განაცხადა კენეტ სუუშოკიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი