ბრაიან ბრუქი: მარეგულირებელ სისტემას ბაზარი უნდა ქმნიდეს

0
1713

ამერიკის შეერთებული შტატების ვალუტის მაკონტროლებელის, ბრაიან ბრუქის თქმით, მარეგულირებელი წესები ბაზარმა უნდა დაადგინოს.

“მთავრობა შესანიშნავად მუშაობს არა პროდუქტების, არამედ მარეგულირებელი სისტემის შესაქმნელად. ამიტომ ბაზრის მომავალი ხალხის ხელში უნდა იყოს და არა მთავრობის”,- განაცხადა სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს ბრაიან ბრუქმა.

ლონდონში Blockchain-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, მან აღნიშნა, რომ ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს.

”საბოლოოდ, ეს უნდა იყოს ბაზარი და მომხმარებლები, რომლებიც გადაწყვეტენ კრიპტოვალუტის რეგულირების ბედს და, არა მთავრობა”, – აღნიშნა ბრუქმა.

მან განმარტა, რომ მთავრობის როლი არის მარეგულირებელი სისტემის შექმნა ფულის გათეთრების, თაღლითობის, დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად და მონეტების ვაჭრობის უშუალო ქმედებების კონტროლი.

ბრაინ ბრუქი მიიჩნევს, რომ დეცენტრალიზაცია გარდაუვალია. ამ მოსაზრების არგუმენტად ის იხსენებს იმ დროს, როდესაც საფოსტო განყოფილებები კომუნიკაციის ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენდა.

თუმცა ინტერნეტმა ამ სახის კომუნიკაციები მოძველებული გახადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი