ანალიტიკოსი ტონი ვეისი კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდას სკეპტიკურად უყურებს

0
1576

Wall Street-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ამჟამინდელი Blockchain ტექნოლოგიის მკვლევარი ტონი ვეისი “კრიპტო ზამთრის” დასრულების შესახებ სკეპტიკურად არის განწყობილი.

ტონი ვეისი ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო გიგანტის JPMorgan-ის ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსიც არის. როგორც ამერიკულ მედიასთან საუბარში ანალიტიკოსმა აღნიშნა, სკეპტიკურად არის ყველა იმ მოსაზრების მიმართ განწყობილი, რომელიც ამტკიცებს რომ ციფრული ვალუტის ბაზარი აღარ შემცირდება.

ტონი ვეისის მოსაზრების საპირისპიროა ანალიტიკოსი ოლივერ ისაკსის განცხადება. კრიპტოვალუტების ფასების ანალიტიკოსი ოლივერ ისაკსი მიიჩნევს, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ღირებულება 25.000 დოლარი იქნება.

“არსებობს მრავალი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური და მარეგულირებელი წესები. ამასთანავე, აშშ-სა და ჩინეთს შორის “სავაჭრო ომი” შესაძლოა, ბიძგის მიმცემი იყოს ბიტკოინის ფასისთვის”,- განაცხადა ანალიტიკოსმა ილივერ ისაკსიმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი