კრიპტო სექტორის წარმომადგენლები: პანდემიამ ფინანსური სექტორი რადიკალურად შეცვალა

0
1302

Bit2Me–ის გაყიდვების დირექტორმა, ხავიერ პასტორ მორენომ მედიასთან საუბრის დროს ყურადღება პანდემიასა და კრიპტო სექტორზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ვირუსმა ყველაფერი შეცვალა.

”უფრო თანამედროვე, ღია და თავისუფალი ფულადი სისტემის არსებობის აუცილებლობამ ბიტკოინისა და ზოგადად ციფრული ვალუტის მიღების დაჩქარება გამოიწვია. ჩვენ პროცესის საწყის ეტაპზე ვართ, რომელიც, ალბათ, რამდენიმე წელი გაგრძელდება”,- განაცხადა ხავიერ პასტორ მორენომ.

Inforbyt–ის გენერალურმა დირექტორმა, ანტონიო სანჩესმა კი აღნიშნა: ”ჩვენ ვხედავთ ადამიანთა დიდ ჯგუფს, რომლის ინტერესიც ციფრული ვალუტის მიმართ იზრდება. ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიულ მომენტში: არის გლობალური პანდემია. პანდემიის ფონზე კი ბანკები და მსხვილი კომპანიები დისკონფორტში არიან მაშინ, როცა ბიტკოინის კურსი კვირდან კვირამდე რადიკალურად იცვლება”.

შეგახსენებთ რომ, ცოტა ხნის წინ, კანადის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთმა მოადგილემ, ტიმოთი ლეინმა განაცხდა, რომ ბანკი ფინანსურ მონაცემებს უკეთესად მართავს, ვიდრე კერძო ციფრული ვალუტა.

აღნიშნული განცხადება იყო იმის პასუხი, რომ კანადის ბანკი აქტიურად უწყობს ხელს ბანკის ციფრული ვალუტის ფორმირებას. სიტყვით გამოსვლისას, ტიმოთი ლეინმა აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიამ დააჩქარა ფულადი სახსრების გაციფრულების საჭიროება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი