ირანი: ამერიკის კონგრესი მუშაობს იმისთვის, რომ ირანში კრიპტო ინდუსტრიის წინსვლა შეაჩეროს

0
1965

ირანის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, საიდ ზარანდიმ განაცხადა, რომ ამერიკის კონგრესი მუშაობს იმისთვის, რომ შეაჩეროს ირანის მიერ კრიპტოვალუტისა და ბიტკოინის მაინინგის წინსვლა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება Al-Fars-ი იტყობინება.

საიდ ზარანდის მოსაზრებით, კონგრესს მიაჩნია, რომ ირანი კრიპტოვალუტას ფულის გათეთრების იარაღად გადააქცევს. აქედან გამომდინარე, ამერიკა ცდილობს სანქციები დაუწესოს ირანს.

ირანში კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური განწყობა შეინიშნება. ირანის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობს, რათა ციფრული ვალუტით თავისუფლად შესრულდეს საფინანსო ოპერაციები.

2018 წლის მიწურულს აშშ-ს კანონმდებლებმა კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ირანის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა. სანქციებში ირანის ეროვნული ციფრული ვალუტაც მოექცა.

კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში დეპუტატმა მაიკ გელაგერმა წარადგინა.

“ფულის გათეთრებისა და ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის წინადადებით, ირანის უკანონო ფინანსები უნდა დაიბლოკოს”,- განაცხადა ამერიკულმა მხარემ. ირანული მხარე კი, თავის მხრივ, ეროვნული კრიპტოვალუტის ვალდებულების განვითარებასა და გამოყენებას მოითხოვდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი