ჯეფ კაუფმანი: ბრიტანეთში კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულაციას 2 წელი დასჭირდება

0
1443

ჯეფ კაუფმანმა, რომელიც არის ბრიტანეთის იურიდიული ფირმის Reynolds Porter Chamberlain-ის დირექტორი განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტის ბაზარზე რეგულაციის დაწესებას ორი წელი დასჭირდება.

როგორც კაუფმანი ამბობს, კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი თანდათან წინ მიიწევს. ის აგრეთვე შენიშნავს, რომ წარსულში ნებისმიერი უმნიშვნელო საკითხიც კი, რომელიც ციფრული ვალუტის რეგულაციას ეხებოდა დიდ დროს საჭიროებდა.

“კრიპტოვალუტის რეგულირება რთული და ხანგრძლივი პროცესია”, – აღნიშნა ჯეფ კაუფმანმა.

კაუფმანმა იქვე დასძინა: “კრიპტოვალუტისთვის მარეგულირებელი რეჟიმის ჩამოყალიბების აუცილებლობა დგას, რადგან ციფრული ვალუტა ევროპისა და ზოგადად, გლობალური მასშტაბით უფრო ფართოდ გავრცელდა. ამასთანავე, კრიპტოვალუტის ერთგვარი ჰაბის შექმნამ შესაძლოა, დადებითი გავლენა მოახდინოს ბროკერებსა და ასევე საინვესტიციო ბანკებზეც”.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტის ბაზრის რეგულაციის შესახებ ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა. ამასთანავე, კრიპტოვალუტის თვითრეგულირებადი ვაჭრობის ასოციაციია აცხადებდა, რომ რეგულაცია უნდა იყოს უფრო მეტად კონცენტრირებული ბროკერებსა და სავაჭრო პლატფორებზე, ვიდრე თავად ციფრულ ვალუტაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი