ინდოეთში კრიპტოვალუტაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი

0
1078

მარეგულირებელი სისტემის გაურკვევლობის მიუხედავად, ინდოეთში კრიპტო ინვესტიციები ერთ წელიწადში 19,900%-ით გაიზარდა.

როგორც ცნობილი გახდა, ინდოელმა ინვესტორებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 38.8 მილიარდი დოლარი შეიტანეს კრიპტოვალუტაში.

ინდოეთის კრიპტო ვალუტების მიმართ გაურკვეველი მარეგულირებელი კლიმატის მიუხედავად, გასული წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციები კრიპტოვალუტაში საგრძნობლად გაიზარდა.

ანალიტიკური კომპანიის, Chanalysis-ის მონაცემების თანახმად, რომელიც Bloomberg–მა გამოაქვეყნა, კრიპტო ინვესტიციებმა 2020 წლის შუა პერიოდში მოიმატა.

Chainalysis–ის შეფასებით, ინდოეთის მასშტაბით კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 200 მილიონიდან 40 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მონაცემები ასახავს ინდოეთის უზენაესი სასამართლოს 2020 წლის მარტის გადაწყვეტილების პოზიტიურ გავლენას ინდოეთის სარეზერვო ბანკის აკრძალვის შესახებ, რომელიც ეხებოდა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც საბანკო მომსახურებას უწევდნენ კრიპტოვალუტით აღჭურვილ კომპანიებს.

ბოლო პერიოდში განახლებული მარეგულირებელი საფრთხის მიუხედავად, Sandeep Goenka-მ, ადგილობრივი ბირჟის, ZebPay-ს თანადამფუძნებელმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდოეთის 18-დან 35 წლამდე მოსახლეობის მხრიდან ციფრული ვალუტების მიმართ ინტერესი იზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი