კანადის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, ევროკავშირის, შვედეთისა და შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკებმა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკთან ბანკთან ერთად ჯგუფი შექმნეს.
ჯგუფის მიზანია მოხდეს ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის ერთობლივად შესწავლა.
ინგლისის ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ზემოხსენებული ინსტიტუტები თავიანთ გამოცდილებას ჯგუფის სხვა წევრებს გაუზიარებენ, რათა დაჩქარდეს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შესწავლა.
”ჯგუფი შეაფასებს ციფრული ვალუტის გამოყენების შემთხვევებს; ეკონომიკური, ფუნქციური და ტექნიკური დიზაინის არჩევანი, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობა; ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარება განვითარებადი ტექნოლოგიების შესახებ. ჩვენ მჭიდრო კოორდინირება გვაქვს შესაბამის ინსტიტუტებთან და ფორუმებთან – კერძოდ, ფინანსური სტაბილურობის საბჭოსა და გადახდისა და ბაზრის ინფრასტრუქტურების კომიტეტთან”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აგვისტოში ჩინეთის სახალხო ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბანკის ციფრული ვალუტა შეიქმნა.
ქვეყნის ცენტრალური ბანკის დირექტორის მოადგილის, მუ ჩანგჩუნის თქმით, პროტოტიპმა, რომელიც Blockchain ტექნოლიგიაზე იყო დაფუძნებული, ტესტირება წარმატებით გაიარა.
ეს განცხადება მუ ჩანგჩუნმა ჩინეთის მეორმოცე ფინანსურ ფორუმზე გააკეთა.