ტექსასმა კრიპტოვალუტა კომერციული კანონის თანახმად, აღიარა

0
1364

კრიპტოვალუტა ტექსასის კომერციული კანონით უკვე აღიარებულია.

ტექსასის შტატის კანონპროექტები 4474 და 1576 მაისში ორივე პალატამ შტატის საკანონმდებლო ორგანოში მიიღო. ივნისის თვეში კი გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა კანონპროექტს ხელი მოაწერა. კანონი ოფიციალურად პირველ სექტემბერს ამოქმედდა.

H.B. 1576 Blockchain სამუშაო ჯგუფს ტექსასში აყალიბებს, ხოლო H.B. 4474 სახელმწიფოს ერთიან კომერციულ კოდექსს ცვლის, რათა კრიპტოვალუტა კომერციული კანონმდებლობის შესაბამისად აღიაროს.

ტექსასის Blockchain საბჭოს პრეზიდენტმა, ლი ბრატჩერმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ H.B. 4474 უკეთესად განსაზღვრავს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების უსაფრთხოებას. ამით კი ინსტიტუციონალურ ინვესტორებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ მსხვილი ინვესტიციები.

მან დაამატა, რომ ტექსასის საბანკო კომისარმა და საბანკო დეპარტამენტმა ივნისში განაცხადა, რომ სახელმწიფო ქარტიის მქონე ბანკებს შეუძლიათ კრიპტოვალუტების მიღება.

“კრიპტოვალუტის სექტორისთვის ზოგადად ეს დადებითი მოვლენაა, რადგან ტექსასი გახდა აშშ-ის მეოთხე შტატი, ვაიომინგის, როდ აილენდისა და ნებრასკის შემდეგ, სადაც ბიტკოინმა კომერციული სტატუსი იურიდიულად შეიძინა”,- აღნიშნა ტექსასის Blockchain საბჭოს პრეზიდენტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი