კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1551

ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტების ფასები მკვეთრად არის გაუმჯობესებული.

ბიტკოინი

უკანასკნელი ორი დღის წინ ბიტკოინის ფასი 10.000-სა და 11.000 დოლარს შორის მოძრაობდა. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინი ცდილობს 11.000 დოლარის დონის შენარჩუნებას. თუკი კრიპტოვალუტა ამას მოახერხებს მომდევნო სამიზნე ფასი 12.000 დოლარია.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბიტკოინს ძლიერი წინააღმდეგობა 12.000 დოლარზე შეხვდება. თუმცა, თუ კრიპტოვალუტამ ეს დონე დასძლია მომდევნო სამიზნე ფასი 13.000 დოლარია.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ რამდენიმე დღე ფასის ცვლილებას ადევნონ თვალი და მხოლოდ კურსის მატების დროს დაიწყონ ვაჭრობა.

ეთერიუმი

21 ივნისს ეთერუმის ფასი 225-სა და 280 დოლარს შორის მოძრაობდა. ამის შემდეგ ალტკოინის ფასი სწრაფად გაიზარდა და 322 დოლარზე დაფიქსირდა.

თუკი ეთერიუმის ფასის შენარჩუნებას 322 დოლარზე მოახერხებს მოსალოდნელი დონე 480 დოლარი იქნება.

რიპლი

რიპლის ფასი 0.40-სა და 0.50 დოლარს შორის მოძრაობდა. ანალიტიკოსები რიპლის ფასის ზრდას პროგნოზირებენ.

თუმცა კურსის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ რიპლის დონე 0.41 დოლარამდე შემცირდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის მატების დროს დაიწყონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაიტკოინის ფასი 140 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ ეტაპზე ალტკოინი ცდილობს, რომ ფასი 143 დოლარამდე გაზარდოს.

თუკი ლაიტკოინი ამ ნიშნულს შეინარჩუნებს მოსალოდნელი დონე 158 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის მომატების დროს დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ის კურსი 481 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი ალტკოინმა კურსის ზრდა დაიწყო მოსალოდნელი დონე 639 დოლარი იქნება. თუკი კრიპტოვალუტა ამ ნიშნულსაც დასძლევს მაშინ, ბიტკოინ Cash-ის დონე 889 დოლარზე დაფიქსირდება.

მეორეს მხრივ, თუ ალტკოინის ფასი დაეცემა ეს ტრეიდერებისთვის ნიშანი იქნება, რომ ვაჭრობა შეწყვიტონ.

თუმცა ექსპერტები მაინც მიიჩნევენ, რომ ალტკოინის ფასი არ დაეცემა და კურსი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი