Flare Network-ი და Lena Instruments-ი თანამშრომლობის ფარგლებში ახალ პროექტზე მუშაობენ

0
1214

Flare Network-მა და Lena Instruments-მა ახალი პროექტი წამოიწყეს.

ურთიერთთანამშრომლობაზე ორიენტირებული Blockchain Flare Network-ი თანამშრომლობს პროგრამული ინფრასტრუქტურის კომპანია Lena Instruments-თან, რათა განახორციელოს crowdfunding მექანიზმი, რომელიც სტარტაპ ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს.

Lena Instruments-მა გამოაცხადა „CloudFunding“-ის პროგრამის გაშვება, რომელიც Flare-ის ინვესტორებს საშუალებას აძლევს გამოყოს იმ ჯილდოს პროცენტი, რომელიც მათ მიიღეს ახალ კრიპტო სტარტაპებში ინვესტიციებისთვის, საწყისი ინვესტიციების გადაადგილების გარეშე.

გარდა იმისა, რომ უზრუნველყოს დაბალი რისკის საინვესტიციო გადაწყვეტა თავისი კონტრიბუტორებისთვის, პლატფორმა ასევე მიზნად ისახავს დაეხმაროს პლატფორმაზე დაწყებულ პროექტებს, ჰქონდეთ რეგულარული ფულადი ნაკადები ჯილდოს განაწილების პერიოდებში.

უგო ფილიონი, Flare Network-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიიჩნევს, რომ ახალი მექანიზმი კარგი გზაა დეველოპერებისთვის, რომლებსაც საზოგადოების დაფინანსებაზე ადრეული წვდომის მოპოვება სურთ.

„ახალი პროექტები ადრეულ წვდომას იღებენ საზოგადოების დაფინანსებაზე და მხარდაჭერაზე, ხოლო Flare ტოკენის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა შეუერთდნენ ახალ საინტერესო პროექტებს”,- განაცხადა Flare Network-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი