კანადის საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო კომიტეტმა რეკომენდაციის სახით განაცხადა, რომ მთავრობა კრიპტოვალუტის რეგულირებას დაიწყებს, რათა თავიდან იქნეს არიდებული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ოპერაციები.
ამის შესახებ ინფორმაცის iPolitics-ი ავრცელებს.
IPolitics-ის თანახმად, საფინანსო კომიტეტმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა უნდა რეგულირდებოდეს ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების თავიდან არიდების მიზნით.
კომიტეტის განცხადებას წინ უძღოდა მთავრობის წევრებთან გამართული არაერთი შეხვედრა. საერთო განხილვის შედეგად, კომიტეტმა სამი გზა გამოავლინა კრიპტოვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით.
პირველი რეკომენდაცია არის ის, რომ უნდა გაკონტროლდეს ბირჟები, რომლებიც ტრადიციული ვალუტით კრიპტოვალუტის ყიდვას ახორციელებენ.
კომიტეტის მეორე რეკომენდაცია BitLicense-ის მსგავსი ლიცენზიის გაცემას ეხება. BitLicense-ის წესების თანახმად, ინდივიდუალურ ინვესტორს ლიცენზიის გარეშე შეუძლია ტრანზაქციების განხორციელება. მესამე რეკომენდაცია კი ბირჟების გამჭვირვალედ მუშაობას ეხება.
საკანონმდებლო ორგანის მიერ დოკუმენტზე საპასუხოდ მთავრობას 120 დღიანი ვადა აქვს.
შეგახსენებთ, რომ მაისში მაიამის შტატში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Cblocks-მა განაცხადა, რომ საქმიანობას კანადაში გააგრძელებდა. კანადაში გადასვლის მიზეზად ამერიკის მარეგულირებელი სისტემა დასახელდა.
“კანადაში გაცილებით უკეთესი რეგულაციის სისტემა არსებობს, სახელმწიფო მხოლოდ ოფიციალურ რეგისტრაციას ითხოვს”,- განაცხადა Cblocks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.