კანადის ერთ-ერთი პროვინციის ენერგო კომპანია მაინინგისთვის დამატებით მეგავატებს გამოჰყოფს

0
2176

კანადის ერთ-ერთი პროვინციის, ქუბექის ენერგეტიკის მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის მაინინგის შესახებ ახალი წესები შემოიღო.

ახალი რეგულაციების თანახმად, მარეგულირებელმა ენერგეტიკის მწარმოებელს, ჰიდრო-ქუბექს Blockchain ინდურსტრიისთვის 300 მეგავატის გამოყოფა უბრძანა.

“აღნიშნული 300 მეგავატი იქნება დამატებით გამოყოფილი. ეს მაგავატები 158 მეგავატიანი ჰიდრო-ქუბექს მიერ იქნება გამოყოფილი, რათა ინდუსტიამ შეძლოს ხარისხიამადა მუშაობა”,-ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, მარეგულირებლის განცხადებიდან ისიც გახდა ცნობილი, რომ სპეციალურად გამოყოფილი ენერგიის მიღების მიზნით კომპანიებმა უნდა გაიარონ შერჩევის პროცესი.

შერჩევის დროს კომპანიები რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდება, მათ შორის არის პროვინციაში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა.

უშუალოდ ენერგეტიკის მწარმოებელი კომპანია ჰიდრო-ქუბექი აცხადებს, რომ ახალი წესები საშუალებას მისცემს ორგანიზაციას შეინარჩუნოს დაბალი ტარიფები.

შეგახსენებთ, რომ კანადა კრიპტოვალუტის მაინინგის ინდუსტრიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. ჯერ კიდევ გასულ წელს ტორონტოში დაფუძნებულმა ბიტკოინის მაინინგის კომპანიამ, HUT EIGHT-მა კანადაში თავისი მეორე მაინინგის ცენტრი გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცენტრი მსოფლიოში უდიდესი საჯაროდ მოვაჭრე ოპერატორია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი