მონეროს კურსი შესაძლოა, 140 დოლარამდე გაიზარდოს

0
1242

გუშინ სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ლაიტკოინის კურსიც გაუმჯობესდა. ალტკოინზე ვაჭრობა 52 დოლარზე გაიხსნა. 57 დოლარი წარმოადგენდა დღის განმავლობაში დაფიქსირებულ უმაღლეს მაჩვენებელს, ხოლო ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული ლაიტკოინმა 51 დოლარზე აჩვენა. დღის ბოლოს ალტკოინზე ვაჭრობა 54 დოლარაზე დაიხურა.

ანალიტიკოსები ისევ მოელიან, რომ კრიპტოვალუტის კურსი 69 დოლარამდე გაიზრდება. თუკი ლაიტკოინის ფასი ამ ზღვარს გადალახავს მაშინ ფასის ზრდა 94 დოლარაზეა მოსალოდნელი.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ კრიპტოვალუტის ფასის ზრდას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება მონეროს: ალტკოინმა მოახერხა და კურსი 100 დოლარამდე გაზარდა. ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ ფასი 128 დოლარამდე გაიზრდება.

თუკი, მონერო 128 დოლარის ზღვარს გადალახავს მაშინ მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსი 142-დან 150 დოლარამდე გაიზარდოს.

მაგრამ, თუ მონერომ კურსის კლება აჩვენა მოსალოდნელია, რომ ფასი 81 დოლარამდე შემცირდეს.

ექსპერტები ლაიტკოინის მსგავსად რეკომენდირებენ, რომ ტრეიდერებმა მხოლოდ ფასის მომატების შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი