იტალია ყალბი საქონლის წინააღმდეგ Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს

0
1334

ყალბი საქონლის წინააღმდეგ საბრძოლველად იტალიის მთავრობამ 15 მილიონი ევრო გამოჰყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა აპირებს, რომ Blockchain ტექნოლოგია გამოიყენოს.

იტალიურ მედიაში გავრცელელდა ინფორმაცია, რომ „დამზადებულია იტალიაში“ ეტიკეტის ყალბი შედეგებით, მხოლოდ 2016 წელს ქვეყანას 12,4 მილიარდი ევროს (13,4 მილიარდი დოლარი) ზარალი მიადგა.

ამგვარი დანაკარგი პირდაპირ გავლენას ახდენს იტალიურ ნაწარმზე.

დაახლოებით ერთი წლის წინ იტალიის სენატის კომიტეტმა Blockchain ინდუსტრიის რეგულირების შესახებ კანონპროექტში შესწორება შეიტანა.

ცვლილება საკონსტიტუციო საქმეთა და საზოგადოებრივი სამუშაოების სენატის კომიტეტებმა დაამტკიცეს.

შესწორება ითვალისწინებს გარკვეულ საბაზისო პირობებს ლეჯერ ტექნოლოგიების შესახებ. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ Blockchain-ის ციფრული მონაცემების ჩანაწერი ხელს შეუწყობს რეგისტრაციის დროს დოკუმენტაციის იურიდიულ დადასტურებას.

ამასთანავე, ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებული ახლახან შექმნილი სამუშაო ჯგუფის Blockchain ექსპერტმა ფულვიო სარზანამ განაცხადა, რომ იტალია ცდილობს ლეჯერ ტექნოლოგიის გამოყენებით ტრანზაქციების ლეგალიზაციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი