იტალია კრიპტოვალუტისთვის საგადასახადო განაკვეთს განიხილავს

0
794

იტალიის სენატმა დაამტკიცა ახალი საგადასახადო განაკვეთი კრიპტო ვაჭრობისთვის, როგორც 2023 წლის ბიუჯეტის კანონმდებლობის ნაწილი.

2022 წლის 29 დეკემბერს, წლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, იტალიის სენატმა დაამტკიცა 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც მოიცავდა კრიპტო-ინვესტორებისთვის დაბეგვრის გაზრდას – 26%-იანი გადასახადი კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის.

დამტკიცებული კანონმდებლობა განსაზღვრავს კრიპტოვალუტებს, როგორც ღირებულების ციფრულ წარმოდგენას, რომელიც შეიძლება გადაიცეს და შეინახოს ელექტრონულად.

აღსანიშნავია, რომ მანამდე კრიპტოვალუტები ქვეყანაში უცხოურ ვალუტად განიხილებოდა.

როგორც ცნობილია, კანონპროექტი ასევე ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელებს ექნებათ შესაძლებლობა გამოაცხადონ თავიანთი ციფრული ვალუტების ღირებულება პირველი იანვრიდან და გადაიხადონ 14%-იანი გადასახადი.

ბიუჯეტის კანონით შემოღებული სხვა ცვლილებები მოიცავს საგადასახადო ამნისტიას, რათა შემცირდეს ჯარიმები გამოტოვებულ გადასახადებზე.

იგი ასევე მოიცავს 21 მილიარდი ევროს (22,4 მილიარდი აშშ დოლარი) საგადასახადო შეღავათებს ბიზნესისა და ოჯახებისთვის, რომლებიც ენერგეტიკულ კრიზისს განიცდიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი