მაროკო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას იწყებს

0
567

კანონპროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში საჯაროდ უნდა განიხილონ, კრიპტოვალუტას სწრაფად მზარდ ბაზარზე იურიდიულად განსაზღვრავს.

მაროკომ შესაძლოა, თავისი პირველი კრიპტო კანონპროექტი შექმნას. დოკუმენტი უკვე დაწერილია ცენტრალური ბანკის მიერ და განიხილება ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებთან.

გასული თვის ბოლოს მაროკოს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა აბდელატიფ ჯუაჰირიმ გამოაცხადა დისკუსიების სერია BAM-სა და ბაზრის მონაწილეებს შორის.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მარეგულირებლები, როგორიცაა მაროკოს კაპიტალის ბაზრის, დაზღვევის ზედამხედველობისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები. ეს კი წინ უძღვის კრიპტო კანონის მიღებას.

ჯუაჰირის თქმით, დოკუმენტზე მუშაობისას BAM თანამშრომლობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან.

ადრეული ინფორმაციით, მაროკოს ოფიციალური პირები ასევე დაუკავშირდნენ საფრანგეთის, შვედეთის და შვეიცარიის ცენტრალურ ბანკებს ციფრული ვალუტების მარეგულირებელი გამოცდილების შესასწავლად.

პროექტი შესთავაზებს კრიპტოვალუტას განმარტებას, რომელიც ადაპტირებულია მაროკოს კონტექსტში და მიზნად ისახავს ინდივიდების დაცვას და არ შეზღუდავს ინოვაციას.

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის დეტალები არ იყო გამჟღავნებული ის ნაკლებად შემზღუდველი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა კრიპტოვალუტით ვაჭრობას კრძალავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი