ინდოეთში Blockchain ტექნოლოგია სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ინერგება

0
1224

ინდოეთის უმსხვილესი საპორტო ოპერატორის APSEZ-ი პარტნიორობას IBM-ის TradeLens პლატფორმასთან იწყებს.

APSEZ-ი გეგმავს ინტეგრირებას TradeLens-ის Blockchain ტექნოლოგიაში. საქმე ტვირთის გადაზიდვის ეფექტურობას და ბიუროკრატიის შემცირებას ეხება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ინდოეთში Blockchain ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

მაისის დასაწყისში ინდური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგროსტარტაპი Agri10x-ი ინდოეთის მთავრობასთან პარტნიორობას იწყებდა. პარტნიორობის მიზანი ინდოეთის ფერმერებისთვის შემოსავლის ზრდა იყო.

Agri10x-ის Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა ფერმერებს საშუალებას აძლევს, რომ მესამე მხარის ჩაურევლობის გარეშე, პროდუქცია პირდაპირ მომხმარებელს მიაწოდონ.

ადგილობრივი გაზეთის, Business Standard-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, Agri10x მთავრობასთან დაკავშირებული საერთო სერვისცენტრებთან წვდომას მიიღებდა. ეს სერვისცენტრები კი ფერმერებს რეგისტრაციის პროცედურის გავლაში დაეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ნოემბერში მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ ინდოეთის მთავრობა ეროვნულ Blockchain სტრატეგიაზე მუშაობდა, რათა ქვეყანაში ტექნოლოგიის ადაპტირება მომხდარიყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი