აგროსტარტაპი Agri10x-ი ინდოეთის მთავრობასთან პარტნიორობას იწყებს. პარტნიორობის მიზანია ინდოეთის ფერმერებისთვის შემოსავლის გაზრდა.
სტარტაპი Blockchain პლატფორმის დახმარებით ოპერირებს.
Agri10x-ის Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ მესამე მხარის ჩაურევლობის გარეშე, პროდუქცია პირდაპირ მომხმარებელს მიაწოდოს.
ადგილობრივი გაზეთის, Business Standard-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, Agri10x მთავრობასთან დაკავშირებული საერთო სერვისცენტრებთან წვდომას მიიღებს. ეს სერვისცენტრები კი ფერმერებს რეგისტრაციის პროცედურის გავლაში დაეხმარება.
დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის მთავრობა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებდა.
მთავრობა პარტნიორობას იწყებდა ისეთ Blockchain კომპანიებთან, როგორიც არის Matic Network-ი, Harmony და Aeternity.
პარტნიორობის მიზანი ქვეყნის მასშტაბით Blockchain სტარტაპებისთვის ხელის შეწყობაა.
ადგილობრივი გაზეთი Telangana Today–მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სამი Blockchain პლატფორმა დამწყებ სტარტაპებს დაეხმარება, რათა ქვეყნის მასშტაბით ძლიერი Blockchain ქსელი შეიქმნას.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ნოემბერში მედიით ინფორმაცია გავრცელდა, რომ ინდოეთის მთავრობა ეროვნულ Blockchain სტრატეგიაზე მუშაობდა, რათა ქვეყანაში ტექნოლოგიის ადაპტირება მომხდარიყო.