დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ციფრული ვალუტების ეროვნული სისტემა, თითქმის მზად არის.
ინდოეთის ეკონომიკური საქმეთა დეპარტამენტი ქმნის საკონსულტაციო დოკუმენტს კრიპტოვალუტის შესახებ, რომელიც შემდეგ გადაეცემა ფედერალურ მთავრობას.
დოკუმენტის განხორციელებამ შესაძლოა, ინდოეთი ციფრული ვალუტების საერთაშორისო მარეგულირებელ სისტემასთან დაახლოოს.
შრომისა და დასაქმების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ეკონომიკურ საქმეთა მდივანმა, აჯეი სეტმა, გაამჟღავნა, რომ მისი დეპარტამენტი ამთავრებს მუშაობას საკონსულტაციო ქაღალდზე, რომელიც განსაზღვრავს ერის პოზიციას კრიპტოვალუტაზე.
დოკუმენტი შემუშავდა ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით.
აჯეი სეთმა დააზუსტა, რომ ნაშრომი გააძლიერებს ინდოეთის ერთგულებას გლობალური რეგულაციებისადმი.
„ციფრული ვალუტებისთვის უნდა არსებობდეს სისტემა. რაც არ უნდა გავაკეთოთ, თუნდაც უკიდურეს ფორმამდე მივიდეთ, ქვეყნები, რომლებმაც აიკრძალეს კრიპტოვალუტა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. საჭიროა გლობალურ კონსესუსამდე მისვლა”,- განაცხადა ეკონომიკურ საქმეთა მდივანმა.