ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის დღის წესრიგს, “კრიპტოვალუტის გაგების“ და მისი ეკონომიკური გავლენის შესახებ, ლექცია დაემატა.
Lok Sabha-ს პუბლიკაციის თანახმად, ჯგუფმა სახელწოდებით “საპარლამენტო კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი დემოკრატიისთვის“ ინდოეთის ფინანსურ ეკოსისტემაზე კრიტოვალუტის გავლენის შესახებ დეპუტატებისათვის ტრენინგი მოაწყო.
გარდა ამისა, პარლამენტის ქვედა პალატის საკანონმდებლო კალენდარი აღარ შეიცავს კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში ციფრულ ვალუტას აკრძალავდა.
საუბარია იმ 15 კნონპროექტზე, რომელზეც მთავრობა მუშაობას საბიუჯეტო სესიის მოწვევისას დაიწყებს. ამასთანავე, კანონპროექტებს შორის აღარაა კრიპტოვალუტის, როგორც ციფრული ვალუტის კანონპროექტის რეგულირება.
შემოთავაზებული კანონმდებლობა რამდენჯერმე გამოჩნდა ქვეყნის პარლამენტის დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ინდოეთის ცენტრალური ბანკის მიერ 2020 წელს დაწესებული კრიპტოვალუტის სრული აკრძალვა გააუქმა.
ინდოეთის სარეზერვო ბანკმა შესაძლოა, მალევე გააგრძელოს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოცდა. თუმცა ამის შესახებ ოფიციალურ წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.