ინდოეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ონლაინ შეხვედრის დროს ქვეყნის კრიპტო ინდუსტრიის ლიდერებთან, ინდოეთში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის WazirX–ის აღმასრულებელ დირექტორთან ისაუბრა.
უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილმა მინისტრმა, სუბაშ ჩანდრა გერგმა 2019 წელს შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც კრიპტოვალუტების გამოყენება 10-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა. პატიმრობის გარდა, ციფრული ვალუტის რამენაირი სახით გამოყენებისთვის დაწესებული იყო ჯარიმაც, რომელიც 3,3 მილიონი დოლარს შეადგენდა.
ინდოეთის კრიპტო სექტორში კვლავ არ წყდება ციფრული ვალუტის შესაძლო აკრძალვის შესახებ მსჯელობა. ფაქტი, რომ კრიპტოვალუტა სრულად აიკრძალოს საკმაოდ რეალურია. ამასთანავე, აქტუალური გახდა აკრძალვის შემდეგ კრიპტოვალუტის გამოყენების მოსალოდნელი შემთხვევები.
ინდოეთში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის, CoinSwitch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეშიშ სინგალმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მთავრობის შანსები ციფრული ვალუტის აკრძალვის შესახებ არცთუ მაღალია.
მისი თქმით, 2019 წელს, როდესაც კანონპროექტი შემოთავაზებულ იქნა, აკრძალვის შესაძლებლობა მაღალი იყო, რადგან ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის სექტორს მხარს არ უჭერდა.